მესუთ იოზილი თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში ერდოღანის პარტიის კანდიდატად დასახელდა
ლონდონის "არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი, მესუთ იოზილი თურქეთის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის კანდიდატად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
იოზილი საფეხბურთო კარიერის დროს გერმანიის ნაკრების ღირსება იცავდა, თუმცა იგი თურქი ემიგრანტების შვილია და ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
მას ახლო ურთიერთობა აქვს ერდოღანთან, რომელიც 2019 წელს ყოფილი ფეხბურთელის ქორწილში მეჯვარედ იყო წარმოდგენილი.