ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5197 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5529 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7795 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1299 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 19 აპრილიდან შევა ძალაში.