„ციყვები გვეგონა და მთლად კურდღლები ყოფილან!“ - რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებაზე“
პარლამენტარი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩააგდეს დროებითი საგამოძიებო კომისია.
ასეთი შეშინებული “ქართული ოცნება” იშვიათად კომიკური სანახავი იყო.
ციყვები გვეგონა და მთლად კურდღლები ყოფილან! ბოდიში ამ საყვარელ ცხოველებთან!“- წერს რომან გოცირიძე.
ცნობისათვის, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.