თეგებით ძიება
19. 04. 2023 სპორტი

"პატრიარქის დალოცვა იყო ჩვეულებრივი წყევლა!" - რას წერს კვარაზე ჟურნალისტი?

ჟურნალისტი, მიხო კოტეტიშვილი სოციალურ ქსელში "ნაპოლის" და მისი ქართველი გარემარბის შესახებ წერს და ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს პატრიარქთან შეხვედრას ეხმაურება.

"თითოეული გულშემატკივრის, ალბათ ჩემიც, კომენტატორების და ყველა ზედმეტად მეხოტბის “დამსახურებაა” მისი ეს “წარმატებული” სერია!

ჰო და პატრიარქის დალოცვა იყო ჩვეულებრივი წყევლა! ახლა მაინც მიხვდით სატანაა ეგ კაცი!", - წერს კოტეტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, რითაც ქართველის გუნდი ლიგას გამოეთიშა. შეხვედრაზე კვარამ პენალტი ვერ გაიტანა.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია და მისი ოჯახი საქართველოს პატრიარქს მარტში შეხვდა. ილია მეორემ კვარაცხელიების ოჯახი დალოცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა