ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5170 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5197 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7536 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7651 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1297 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 აპრილიდან შევა ძალაში.