ახალგაზრდა ქალმა ავტომანქანა გაიტაცა, სადაც 4 თვის ბავშვი იმყოფებოდა, გზად 2 ადამიანს დაეჯახა - საზარელი შემთხვევა ავსტრალიაში
ავსტრალიაში, ახალგაზდა ქალმა ავტომანქანა გაიტაცა და გზად 2 ადამიანს დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის უკანა სავარძელზეც 4 თვის ბავშვი იყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალი, სავაჭრო ცენტრის პარკინგზე, მანქანის საბარგულში შეძენილ ნივთებს ალაგებდა, რა დროსაც უცნობი ქალი მის მანქანაში ჩაჯდა და გაიტაცა. როდესაც გამტაცებელმა აღმოაჩინა, რომ მანქანაში მცირეწლოვანი იმყოფებოდა, უკან მობრუნდა, ბავშვი გადმოსვა და მანქანით გაიქცა.
პოლიცია დამნაშავეს ეძებს და მოქალაქეებს მის ამოცნობაში დახმარებას სთხოვს.