"ვისაც გიხარიათ თქვენი საყვარელი ბენდების ჩამოსვლა საქართველოში, შეგახსენებთ საქმის წარმართვის მეგრულ მოდელს..." - რას წერს ბექა ყორშია?
ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"მეგობრებო, განსაკუთრებით - ახალგაზრდებო, ვისაც გიხარიათ თქვენი საყვარელი ბენდების ჩამოსვლა საქართველოში, შეგახსენებთ საქმის წარმართვის მეგრულ მოდელს:
ბოლო არჩევნებზე, სამეგრელოში, ამომრჩევლებმა "ქართული ოცნებისგან" ფულიც აიღეს, ხახვიც, ნიორიც, კარტოფილიც, მარილიც, ზეთიც, შაქარიც და ბოლოს ოპოზიციის კანდიდატი შემოხაზეს.
ასე რომ, წადით, გაერთეთ, მაინც ჩვენი ფულით ჩამოჰყავთ ეგ ბენდები. ბოლოს კი აქციებზეც გამოდით და ღარიბაშვილს აგინეთ", - წერს ბექა ყორშია.