თეგებით ძიება

„ჩვენ რომ თავმოყვარე საზოგადოება ვიყოთ, მერიისთვის "მოვდივარაქცია" კაი ხნის წინ უნდა მოგვეწყო...“ - რას წერს ზვიად ტომარაძე?

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს ეხმაურება და წერს.

„ისედაც საცობების ქალაქში წერეთლის გამზირი წლის ბოლომდე, ხოლო დიდუბის ხიდი ნომებრამდე გადათხრილი იქნება! ეს ყველაფერი კი 32,6 მილიორი ლარი ჯდება! მერია ახლა კიდევ ახალ ტენდერს აცხადებს და უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციაში 17,2 მილიონი ლარი დაიხარჯება!

ვიღაცა იტყვის რა გინდა აკეთებენო, ჯერ ერთი გაკეთებას თავის გონივრული ვადები და ეტაპები აქვს, გარდა ამისა, რა სჭირს უნივერსიტეტის ქუჩას სარეაბილიტაციო? მითუმეტეს 17 მილიონის? მაგრამ ყველაზე მეტი ფული ხომ ტენდერებში და კორპუსების მშენებლობებში რჩება, ორივე ბიზნესიც მათია და მშვენივრად "მუშაობენ!"

ამ გაღატაკებულ ქვეყანაში მილიონებს ისე ხარჯავენ კაციშვილი არაა მომკითხავი... გზები თეთრი საღებავით ვერ დაუხაზიათ და უპატრონო ძაღლების საკითხი კვლავ მოუგვერებელია, მაგრამ ამაში ფული არ რჩება და რატომ იზრუნებენ... ჩვენ რომ თავმოყვარე საზოგადოება ვიყოთ, მერიისთვის "მოვდივარაქცია" კაი ხნის წინ უნდა მოგვეწყო, მაგრამ ვის აინტერესებს...“ - წერს ტომარაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა