თეგებით ძიება

საერთაშორისო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

11 სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მო­უ­წო­დებს, სას­წრა­ფოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია.

წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას და­პა­ტიმ­რე­ბას კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეც, მა­გა­ლი­თად აშშ-ის სა­ელ­ჩოს­გან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის­გან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის­გან.

წე­რი­ლის ერთ-ერთი ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტი” (CPJ) აღ­ნიშ­ნავს, რომ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სიას 1992 წლი­დან ად­გენს და აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ცერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი არ ყო­ფი­ლა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

“გვა­რა­მი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პოსტსაბ­ჭო­თა ევ­რა­ზი­ის რეპ­რე­სი­უ­ლი, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სი­ა­ში აქ­ცევს, ზი­ანს აყე­ნებს თქვე­ნი ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ას”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, გვა­რა­მი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა და პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვად აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნია ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მიღ­წე­ვა.

“მო­გი­წო­დებთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვე­ნი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ნიკა გვა­რა­მი­ას ცი­ხი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად”, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელ­მომ­წერ­თა შო­რის არი­ან:“ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დაც­ვის კო­მი­ტე­ტი“ (CPJ), „Article 19“, „ევ­რო­პე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ასო­ცი­ა­ცია“ (AEJ), „პრე­სი­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრი“ (ECPMF), „ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ევ­რო­პუ­ლი ფე­დე­რა­ცია“ (EFJ), Human Rights Watch, ფონ­დი „სა­მარ­თა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის“, „ცენ­ზუ­რის ინ­დექ­სი“, „პრე­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტი“ (IPI), PEN International, „ რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე“ (RSF).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა