თეგებით ძიება

"მიმიფურთხებია ყველა რეაბილიტირებული ქუჩისთვის, როცა გამწარებული მშობლები ღამეს ათევენ კანცელარიასთან თავიანთი შვილების გადასარჩენად" - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების შესახებ წერს, რომელთა მშობლებმაც კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

"მიმიფურთხებია ყველა რეაბილიტირებული სკვერისთვის, ქუჩისთვის, ფანტანისთვის, განახლებული ავტო პარკისთვის, ბათუმში ასაშენებელი ხელოვნური კუნძულისთვის, ღამის ეკონომიკისთვის, ვერ გახსნილი რიკოთისთვის, არაშენებული ელექტრო ავტომობილების ქარხნისთვის, თეა წულუკიანისთვის, ბასლანიზე მორბენალი შკოდებისთვის, ყველა კორპუსთან ჩაბეტონებული უხარისხო “ტრენაჟორებისთვის”, შალვა რამიშვილისთვის,  ვითომ აწყობილი ჯანდაცვისთვისთვის, ზარალად ქცეული ბლექ სი არენისთვის, ობოლი ბავშვებისთვის დარიგებული “ფორტეს” დისკებისთვის, სანქცირებული მოსამართლეებისთვის, რუსეთთან და ირანთან მეგობრობისთვის…

ყველაფრისთვის მიმიფურთხებია, როცა გამწარებული მშობლები ღამეს ათევენ კანცელარიასთან, რომ მთავრობას შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი აყიდინონ! 

ანუ, მთავრობას საკუთრი გადასახადებით შეგროვებული ფული ვერ გამოაყოფინეს, რომ მძიმე დაავადებით დაბადებულ შვილებს სასიკვდილო რისკები ოდნავ შეუმსუბუქონ!

ეს უკვე მიშა-ბიძინას, ნაცი-ქოცის, ან დასავლეთ-რუსეთის ომი აღარაა. აქ ადამიანად დარჩენის მომენტია!

საქართველოს მთავრობა თავზე ხელს ნუ აგვაღებინებთ, ბავშვებს წამალი უყიდეთ!!!", - წერს გიგა მაქარაშვილი.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ხელისუფლების მხრიდან დახმარებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მშობლები მთავრობას სთხოვენ, დააფინანსოს მედიკამენტები, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა