თეგებით ძიება

თბილისში, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება - როდისაა დაგეგმილი სამუშაოს დაწყება?

თბილისში, 2015 წლის შემდეგ პირველად, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება.

"მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის ჩატარება ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ", - აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლების მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები.

„ბოლოს მიუსაფარი ძაღლების აღირცხვა 2015 წელს ჩატარდა, რა დროსაც თბილისში 45 ათასი ძაღლი აღირიცხა“, - აცხადებენ სააგენტოში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა