თეგებით ძიება

"როცა პეტრეს დიაგნოზის შესახებ მითხრა, პირველი ემოცია შოკი იყო... ხელისუფლებასაც აჩვენეთ, რომ ამ ბავშვების ბედი ჩვენც გვაღელვებს" - ანა სუბელიანი

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს ეხმიანება და საზოგადოებას მათ მხარდაჭრისკენ მოუწოდებს.

"მახსოვს, როცა დაბადებიდან 2-3 დღის შემდეგ მაკუნამ აღელვებულმა დამირეკა და პეტრეს დიაგნოზის შესახებ მითხრა, პირველი ემოცია შოკი იყო ჩემთვისაც. რამდენიმე წამში კი ბუნებრივად რა აზრიც მომივიდა, ის ვუთხარი. პეტრე ხო მაინც უნდა მოვლენოდა სამყაროს ისეთი, როგორიც არის და იცოდე, რომ ძალიან გაუმართლა, რომ შენ დახვდი აქ მეთქი. იმის შემდეგ ამდენი წელია ამ სიტყვებში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები და კიდევ იმაშიც, ჩვენ როგორ გაგვიმართლა, რო პეტრე ზუუსტად ისეთი შემოხტა ჩვენს სამყაროში, როგორიც არის, საოცარი, უნიკალური, ნამდვილი ვარსკვლავთბიჭუნა. მაგრამ ცხადია, სულ გვეფიქრება, როგორი იქნება ეს სრულიად არაადაპტირებული გარემო პეტრესთვის, როდესაც გაიზრდება. მიუხედავად მისი სიყოჩაღისა, რამდენად შეძლებს სრულფასოვნად ცხოვრებას, ხომ არ წამოეწევა ჯანმრთელობის პრობლემები. ეს მუდმივი შფოთვა აქვს დანარჩენი 15 ბავშვის ოჯახებსაც. და ამასობაში სასწაული ხდება, ქმნიან მედიკამენტს, რომელსაც ამ ბავშვების დახმარება და მოსალოდნელი, ძალიან მძიმე საფრთხეებისგან დაცვა შეუძლია. ყველგან ამ მედიკამენტს აფინანსებს მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება კი ხან აიმედებს, ხან ზურგს აქცევს, ხან აიგნორებს საკუთარი შვილებისთვის მებრძოლ ადამიანებს. ეს არ უნდა დავუშვათ!

საოცრად ამაყი ვარ ამ გოგოთი და განცვიფრებაში მოვყავარ დანარჩენი დედების ბრძოლასაც. რადგან ცოტანი არიან, მარტო არ უნდა იგრძნონ თავი. დღეს 2-ზე მიდით კანცელარიასთან, აგრძნობინეთ მხარდაჭერა და ხელისუფლებასაც აჩვენეთ, რომ ამ ბავშვების ბედი ჩვენც გვაღელვებს. დანარჩენს გზადაგზა მივხვდებით", - წერს სუბელიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა