„თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია“ - სახალხო დამცველი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებზე
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის პრეპარატების მიწოდების საკითხს ეხმაურება და სოხიალურ ქსელში წერს.
„მინდა გამოვეხმაურო აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული.
სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები.
მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია“, - წერს სახალხო დამცველი.
ცნობისთვის, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.