საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს - რამდენი პროცენტს მიაღწია გასაყიდი ფასის წლიურმა ზრდამ?
2023 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს.
როგორც BPN.GE „თიბისი კაპიტალის“ კვლევაზე დაყრნობით წერს, თებერვალში გასაყიდი ფასის წლიურმა ზრდამ 30% შეადგინა, ქირის ფასი 125%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, 2022 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი ბინების წილი თბილისსა და ბათუმში გაიზარდა. ზრდის მთავარი ფაქტორებია პანდემიის დამთავრება, მიგრაცია და მაღალი ამონაგები.
საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ასევე, ინვესტორებისთვის გაიზარდა მისი მიმზიდველობა დაზოგვის სხვა საშუალებებთან შედარებით.
საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები ყველაზე მაღალია რეგიონში.
„2023 წელი მოსალოდნელზე უკეთესად დაიწყო ბაზრისთვის. კორექცია ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან დაიწყება და ძირითადად ქირის ფასს და გაყიდვების რაოდენობას შეეხება“ - წერია კვლევაში.