თეგებით ძიება

წყენას დავივიწყებ და ივანიშვილს ხელს ჩამოვართმევ, თუ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს დაეხმარება - პაატა ბურჭულაძე

მომღერალმა, პაატა ბურჭულაძე განაცხადა, რომ თუ ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს დაეხმარება, მას ხელს ჩამოართმევს.

“ამ ქვეყანაში ფული აქვს მარტო “ოცნებას” და “ქართუ ბანკს”. იცით, რომ მე ბიძინა ივანიშვილს მივიჩნევ ქვეყნის პირველ მტრად. გადადგას ეს ნაბიჯი, დაეხმაროს ამ მშობლებს და მე მივალ და მას ხელს ჩამოვართმევ, თუ, რა თქმა უნდა, მისთვის რამედ ღირს პაატა ბურჭულაძის ხელის ჩამორთმევა და რაღაცების დავიწყება. გადადგას ეს ნაბიჯი. ბავშვები უკვდებათ მშობლებს. ამაზე დიდის საშინელება რა უნდა მოხდეს? “ქართუ ბანკმა” რა უნდა გააკეთოს ამაზე უკეთესი. დრო აღარ ითმენს. ფონდი “იავნანა” ამ მთავრობის და ბიძინას დამსახურებით ფაქტობრივად გაჩერებულები ვართ, მაგრამ ჩვენს წვლილს მაინც შევიტანთ ამ დიდ საქმეში. მე მოვუწოდებ პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მან გააკეთოს ეს კეთილშობილური საქმე და მადლობას მიიღებს არა მარტო ჩემგან, არამედ მთელი საქართველოსგან”, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

მშობლები მთავრობას სთხოვენ, დააფინანსოს მედიკამენტები, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, მისი შემოტანისთვის საჭირო პროცედურები დაიწყოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა