„გთხოვთ, არ გაატაროთ ეს პოსტი - მპოვნელი დასაჩუქრდება 1 000 ლარით!” - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, არჩილ ჯალაღონია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ძაღლების ფოტოს აქვეყნებს და წერს.
“გამარჯობა!
მპოვნელი დასაჩუქრდება 500 ლარით, ორივეს პოვნის შემთხვევაში 1000 ლარით !!!
სამწუხაროდ სხვა ფოტო არ მაქვს.
გთხოვთ პოსტი არ გავატაროთ, წავიკითხოთ და გააზიაროთ. პერიოდულად ვდებ ამ პოსტს, რადგან ეს დაკარგული ცუგები ჯერ ვერ ვიპოვე, დარწმუნებული ვარ ცოცხლები არიან…იქნებ დამეხმაროთ .
ორივე ძუა.
ასევე მივმართავ იმ ცხოველთა მოყვარულებს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე აჭმევენ მიუსაფარ ცხოველებს იქნებ ამოიცნონ ეს ცუგები.
სავარაუდო ტერიტორია სადაც შეიძლება იყვნენ: ქუთაისი, წყალტუბო, ქუთაისთან ახლო სოფლები”, - წერს ჯალაღონია.