თეგებით ძიება

რა ქონება გაყიდა მთავრობამ წელს ყველაზე ძვირად? - ნახეთ რეიტინგი

2023 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 46.3 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონების რეალიზაცია მოახდინა, აქედან ცენტრალურ ბიუჯეტში 29.5 მილიონი ლარი მიიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

2023 წლის განმავლობაში ყველაზე ძვირად რეალიზებული ქონების ჩამონათვალი ასეთია:

1. თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 5,580,000 ლარი, მყიდველი სს ჩაჩავას კლინიკა;

2. რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 130241.00 კვ.მ. და 26436.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 3,145,000 ლარი, მყიდველი შპს ჯეოსთილი;

3. თბილისში, დიდ დიღომში, III მიკრო/რაიონში, N26კორპუსის მიმდებარედ არსებული 3179.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა - 2,005,000 ლარი, მყიდველი ფიზიკური პირი გივი შავერდაშვილი;

4. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 3570.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1,987,000 ლარი, მყიდველი შპს გიო 2010;

5. თბილისში, ევროპის ჩიხი N2-ში მდებარე 11672.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1,917,000 ლარი, მყიდველი შპს ჯი-თი გრუპ;

6. თბილისში, მარატ ნოზაძის ქუჩა N37-ში მდებარე 2545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა - 1,505,000 ლარი, მყიდველი ფიზიკური პირი დავითი ჯიმშელაძე;

7. თბილისში, მოსკოვის გამზირის N25-ის მიმდებარედ არსებული 6357.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1- N3 შენობა-ნაგებობები - 1,110,000 ლარი, მყიდველი შპს Geovoice;

8. რუსთავში, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული 53222.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა - 1,070,000 ლარი, მყიდველი შპს ჯეოსთილი;

9. თბილისში, ლიბანის II ჩიხის მიმდებარედ არსებული 3529.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1,057,000 ლარი, მყიდველი შპს ენსო;

10. თბილისში, ჭირნახულის ქუჩა N16-ში (ნაკვეთი 03/022) მდებარე 11408.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1,032,500 ლარი, მყიდველი შპს ფრანკო.

წყარო - BM.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა