"ყველაფერი კარგად არის, ნარკოზიდან ძალიან კარგად გამოვიდა, ახლა შეჭამს და დაიძინებს" - სამტრედიიდან ჩამოყვანილ ქათამს ოპერაცია გაუკეთეს
ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქათამი სიკვდილს გადაარჩინა, რომელსაც დაკვლას უპირებდნენ.
"ჩვენი გოგო უკეთ არის, უბრალოდ ჭინთვები აქვს ცოტათი, დღეს მედიკამენტურ მკურნალობას დაიწყებს და ამასაც მოერევა.
ყველაზე ძლიერი პაწია ქათამი", - წერს ტასო ლოსაბერიძე.