"მოვკალი მაკრატლით, გადავაგდე სანაგვეში" - რას ამბობს ქალი, რომელმაც მატარებელში იმშობიარა და ჩვილი მოკლა?
რუსეთში დედამ, რომლის შვილის ცხედარი მატარებლის ტუალეტში იპოვეს, ბავშვის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის სატრანსპორტო პროკურატურა ავრცელებს.
ქალის თქმით, წინა დღეს მატარებელში ყოფნისას იგრძნო, რომ მშობიარობა დაიწყო. დედამ მატარებლის ტუალეტში მშობიარობაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. ამის შემდეგ მან მაკრატლით მიაყენა მრავლობითი ჭრილობა, მოკლა ბავშვი, ცხედარი კი სანაგვეში გადააგდო.
"მოვკალი მაკრატლით, გადავაგდე სანაგვეში“, - განაცხადა ქალმა დაკითხვისას.
წყარო - primetime