თეგებით ძიება

ტემპერატურა +29 გრადუსამდე გაიზრდება - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

უახლოეს დღეებში საქართველოში მზიანი ამინდი იქნება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ავრცელებს.

"დღეს, ხვალ და ზეგ, ანუ 25-დან 27 აპრილის ჩათვლით, მაღალი წნევა და მასთან დაკავშირებული სითბო, როგორღაც შეძლებს, გაავრცელოს თავისი გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით დასავლეთზე, სადაც თბილი და მზიანი ეტაპია მოსალოდნელი.

კონკრეტულად: მომდევნო 3 დღის განმავლობაში, სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში, მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა ხვალიდან +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს, მზის ულტრაიისფერი სხივები იქნება მაღალი ინდექსით #8 (გაირუჯეთ).

აღმოსავლეთში: +20, +25 გრადუსი იქნება, მაგრამ ამ დღეებში დღის ბოლოს ზოგან მაინც ხანმოკლე წვიმა იქნება, ელჭექით.

თუმცა, კიდევ ერთხელ, როგორც ჩანს, ანტიციკლონს არ ექნება ხანგრძლივი სიცოცხლე: ფაქტობრივად, 28 აპრილიდან ის განიცდის შესუსტებას, რაც ისევ გრილ და არასტაბილურ პერიოდს გვპირდება.  

უფრო დეტალურ ინფორმაციას გრძელვადიან პროგნოზზე შემდეგ მიმოხილვებში მოგაწვდით.

სასიამოვნო დღეს გისურვებთ...", - წერს მეტეოროლოგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა