თეგებით ძიება

"მადლობა უკრაინას ვუთხრათ! სუდანში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბედი საქართველოს ხელისუფლებამ "ფეხებზე დაიკიდა" რას წერს ნუგზარ სულაშვილი?

ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სუდანში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბედი საქართველოს ხელისუფლებამ "ფეხებზე დაიკიდა".

"სუდანში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბედი საქართველოს ხელისუფლებამ ფეხებზე დაიკიდა და უკრაინის ხელისუფლებამ უკლებლივ ყველა ჩვენი თანამემამულის ევაკუაცია განახორციელა.  

მადლობა უკრაინას!

პ.ს.  კითხვები ხომ არაფერი გაქვთ?", - წერს სულაშვილი.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა