თეგებით ძიება

"ლავროვი კლოუნია“ - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს კლოუნს უწოდებს.

"კლოუნი ლავროვის განცხადებები ჩვენი პრეზიდენტის მისამართით უბრალოდ სასაცილოა. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და მისი ხელმძღვანელობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს“, - წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის რეაქცია უკრაინის მიმართ ჩინეთის პოზიციაზე შეუსაბამოა პოლიტიკურ ნორმებთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა