"ეს ავარიული კორპუსი მალე ახალი, თანამედროვე დიზაინის მქონე შენობით ჩანაცვლდება..." - რას წერს თბილისის მერიის თანამშრომელი?
თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი ვარკეთილში ავარიული შენობის ახლით ჩანაცვლების შესახებ წერს.
"ვარკეთილის დასახლებაში მდებარე ეს ავარიული კორპუსი მალე ახალი თანამედროვე დიზაინის მქონე შენობით ჩანაცვლდება და აქ მცხოვრები ყველა მოსახლე გარემონტებულ ბინას მიიღებს.
არ მესმის და ვერ გავიზიარებ მათ არგუმენტებს, ვინც ცხოვრობს მსგავს ავარიულ სახლში და ჯიუტად აცხადებს უარს მის ჩანაცვლებაზე, ან იწყებს ვაჭრობას დამატებით 10 კვადრატული ფართის მისაღებად და ამით აფერხებს პროცესს", - წერს თოქმაჯიშვილი.