იანვარ-მარტში საქართველოში რუსეთიდან შემოსული ნავთობპროდუქტების იმპორტი 85%-მდე გაიზარდა
2023 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 275 ათასი ტონა, რაც 17,8 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათ შორის, 2023 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 127,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 147,5 ათასი ტონა.
განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 232,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 84,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 40,9 ათასი ტონა - 14,9%; თურქმენეთი - 1,2 ათასი ტონა - 0,4%; ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა - 0,2%; უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,05%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,05%;
ექსპერტების თქმით, ეს ციფრები და მონაცემები ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" მთავარი საზრუნავი სანქციების გვერდის ავლაში დახმარება და რუსეთის ეკონომიკური გაძლიერებაა.