თეგებით ძიება

„ხაბეიშვილმა თქვა, თქვენ იღლცინეთ, მე კი ვმუშაობო და კი გაზარდა 6 პროცენტიდან 14 პროცენტამდე პარტიის რეიტინგი“ - თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შესახებ წერს. ჩარკვიანის თქმით, მისი გულწრფელი მუშაობა გახდა პარტიის რეინტინგის მატების მიზეზი.

„ამ ხაბეიშვილმა თქვა (ნუ ასე მგონია) თქვენ ვიღაც ტიპებმა იღლცინეთ, მე კი ვმუშაობო და კი გაზარდა 6 პროცენტიდან რეიტინგი 14 პროცენტი აქვს დასავლური  ვექტორის  მსხვილ  ოპო პარტიას. მისი გულწრფელი მუშაობა შეფასდა და აისახა პარტიის რეიტინგზე. ასეა ბატონებო, ხალხი უფრო სხვა თვალით იყურებს ვიდრე ერთი პრიზმა და სუბიექტივიზმი და საერთოდ ქილიკი  ღლიცინი  და დამცირება  არ მოსწონს ხალხს, კრიტიკა კი ბატონო, დაკნინება არ მოსწონთ ადამიანებს, აი "მეტობის" უსაფუძვლო შეგრძნებებით ამბიციური პოლიტიკოსები , (ვითომ მყავდნენ რა ეგენიც "ლორდთა პალატიდან") არ მოსწონთ - ნუ ფაქტია და“, - წერს ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა