გიული ალასანია სააკაშვილის პალატაში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა სააკაშვილის გონების დაკარგვის ეპიზოდთან დაკავშირებით, კლინიკის პალატაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს.
„ცოტა წამოიწია და თავი ცუდად იგრძნო, ვუთხარი სასწრაფოდ მიწექი, არ ადგე. დღეს არის სწორედ ის ქალბატონი ექთანი მორიგე, რომელიც იმ დღეს იყო მორიგე, როცა ეს მოხდა და მის ხელში მოხდა ეს სხვათა შორის. ის არის მოწმე თუ როგორ დაკარგა გონება და ის ასულიერებდა სწორედ. ვფიქრობ, უნდა გამოქვეყნდეს კამერის ჩანაწერი და ყველაფერი ნათელი გახდება, სამკითხაო აღარაფერი იქნება“- განაცხადა გიული ალასანიამ.