მთელი ცხოვრება დედამთილთან უნდა ვიცხოვრო - რა აღიარა მარიტა მელიქიშვილმა?
ტელეწამყვან, გიორგი გასვიანის მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა განაცხადა, რომ დედამთილთან ცხოვრება ძალიან მოსწონს.
მისი თქმით, ის დროის უმეტეს ნაწილს დედამთილთან ერთად ატარებს.
„კერძებს ერთად ვაკეთებთ, გალას ვუვლით. გიორგი დაკავებულია, მარტო რომ ვცხოვრობდეთ, გამოდის, რომ მთელი დღე მარტო უნდა ვიყო. ერთმანეთს ვახალისებთ და დროც მალე გადის“,- ამბობს მარიტა.
მარიტას დედამთილმა, რუსუდან კაჭარავამ აღნიშნა, რომ მარიტა შვილივით უყვარს.