თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური მიცვალებულია, ოღონდ ვერ გრძნობს - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური მიცვალებულია.

მისი თქმით, მას "უცნობის" მიერ დაანანსებული შეკრება ვერ უშველის.

"ქართველი ხალხის გაყიდვა და ბიზნესის კეთება ამ ორი ძმის სპეციალობაა, რისთვისაც ძალიან ვწუხვარ, რადგან მათი მომავალი 100 წლის შემდეგ, ჯოჯოხეთია. 

ისე როგორც არ ეშველება 3 000 წლის წინ გარდაცვლილ ტუტანჰამონს, ისე ივანიშვილს არაფერი ეშველება. ის ფაქტობრივად პოლიტიკური მიცვალებულია, ოღონდ ამას ვერ გრძნობს", - ამბობს ნათელაშვილი. 

ცნობისთვის, "უცნობის" მიერ დაანონსებული აქცია კვირას, 30 აპრილს გამიმართება. ცნობილია ისიც, რომ მიტინგზე, იქნებიან დათო ოქიტაშვილი, თემურ თათარაშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ხოფერიაც. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა