"სანტიმეტრების დათვლაც არ არის საუხერხულო...“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებზე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების შესახებ წერს.
მისი თქმით, სანტიმეტრების დათვლაც არ არის საუხერხულო.
"სანტიმეტრების დათვლაც არ არის საუხერხულო. 15 სანტიმეტრით მეტი რომ ვიყო, გოლიათი ვიქნებოდი. 15 სანტიმეტრი ცოტა არ არის, როცა ადამიანის სიმაღლეს ეხება. ორი სანტიმეტრით ჩემზე დაბალი ქალი საშუალო სიმაღლისაა და ორი სანტიმეტრით მეტს მაღალი მქვია. უდიდეს განსხვავებას იძლევა.
ამ ბავშვების შემთხვევაში კი სხეულის უფრო მეტი მასა ვიზუალურზე მეტად ობიექტურად მისცემს სხეულის მეტ რწმენას, მისცემს ფიზიკური ძალის მეტ შეგრძნებას", - წერს ფსიქოლოგი.
ცნობისთვის, აქონდროპლაზია გენეტიკური დაავადებაა, როცა ბავშვის სხეული ასიმეტრიულად ვითარდება და ის დაახლოებით 25 ათასიდან ერთ შემთხვევაში ვლინდება. წამალი, რომელიც ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოში არ შემოდის. მშობლები ამბობენ, რომ რომც შემოდიოდეს, დახმარების გარეშე, პირადი სახსრებით ვერ შეძლებენ მის შეძენას.