თეგებით ძიება

წყალი არ გვქონდა... 10 დღის განმავლობაში ჯოჯოხეთში ვიყავით - რას ჰყვებიან სუდანიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები?

ავიაკომპანია Geosky-ის 20 თანამშრომელი სუდანიდან საქართველოში დაბრუნდა. მათი განცხადებით, ადგილზე ვითარება გაუსაძლისი იყო.

„10 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით ამბოხებულთა ალყაში. ნამდვილად გაუსაძლისი პირობები იყო - ირგვლივ სროლა და დაბომბვა ყოველ დილით და ყოველ საათში. იქ იყო ჯოჯოხეთი, ხალხი გარბოდა, ბავშვები, ქალები. წყლის რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო. ჯამში, 2 500 კილომეტრი გავიარეთ უდაბნოში, ჯოჯოხეთი იყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა