თეგებით ძიება

საქართველოდან ემიგრაციაში 101 ათასი მოქალაქე წავიდა - ნახეთ, 2022 წლის სტატისტიკა

გასული წლის განმავლობაში საქართველოდან 101 ათასი მოქალაქე ემიგრირდა, რაც 2021 წელთან შედარებით 21 ათასით მეტია. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მთლიანობაში ემიგრანტების რიცხვი 2022 წელს 125 ათასს შეადგენდა, იმიგრანტების რაოდენობა კი 180 ათასი იყო. მოქალაქეობის მიხედვით, ემიგრანტებს შორის პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ (101 ათასი), ხოლო იმიგრანტებს შორის პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან. იმიგრანტების ეს რაოდენობა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი იყო.

მოქალაქეობის მიხედვით, იმიგრანტების რაოდენობა ასე ნაწილდება:

1. რუსეთის ფედერაცია - 62,304 ადამიანი;

2. საქართველო - 54,405 ადამიანი;

3. უკრაინა - 20,716 ადამიანი;

4. ბელარუსი - 13,361 ადამიანი;

5. ინდოეთი - 3,948 ადამიანი.

წყარო - BM.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა