მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მომიწევს - ლევან ხაბეიშვილი შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მას მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.
"საზოგადოება ძალიან კარგად და ჯანსაღად აღიქვამს იმას, რომ მე, მათ შორის, მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მომიწევს და ის, რომ არჩევნები მორჩა და ამის შემდეგ კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ბიძინას კი არ ებრძოლონ, ებრძოლონ პარტიას, ეს ცუდია. მე ვთქვი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება არჩევნები - არავინ არავის არ დანიშნავს. ასევე, კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც პარტიის ინტერესი აქვთ და ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა უნდათ და არა ბრიფინგების მართვა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, შევთავაზე, ნებისმიერი ინიციატივით მოგვმართონ და არათუ განვიხილავ, შევყვები ამ საქმეში“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.