თეგებით ძიება

დაზარალებულად ცნობილი ქალი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და დანის მეშვეობით ცდილობდა შალვა იაშვილისათვის დაზიანების მიყენებას - რას ამბობს ადვოკატი?

მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. 

ბრალდების მხარის განმარტებით კი, ერთადერთი შემაკავებელი აღკვეთის ღონისძიება არის პატიმრობა, რათა შალვა იაშვილმა არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება და არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთბრალდების საფუძველზე შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც, მას სახეზე დაზიანებები მიაყენა. ბრალდების მხარეს გააჩნია არაერთი მტკიცებულება აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებას - ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, ვინაიდან არსებობს დანაშაულების საქმიანობის გაგრძელების საფრთხე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რომლის გასანეიტრალებლადაც ერთადერთი საშუალება აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაა,"- აცხადებს ბრალდების მხარის ადვოკატი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა