პრეზიდენტი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში, ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს. ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
"ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო", - ნათქვამია ზურაბიშვილის მიერ გავრცელებყლ განცხადებაში.