პირველ კვარტალში საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში გაცემულია 1.5 პროცენტით ნაკლები, 2 195 ნებართვა 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტია.
"ნებართვების 74.9 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 49.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.1 პროცენტი იმერეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებულ ფართებს, საქსტატის ცნობით, იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში იყო მიღებული 539.5 ათასი კვ.მ ფართობი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 პროცენტით ნაკლებია. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი კი 24.8 პროცენტით 689-მდე გაიზარდა. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ასევე ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, 28.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 17.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.8 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.