თეგებით ძიება

"ამერიკაში მოღვაწე, ცნობილი როკ-მუსიკოსი, დავით გაბიძაშვილი ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერ ვიდეოს ავრცელებს" - რას წერს ზაზა შენგელია? VIDEO

პროდუსერი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს, რომ მომღერალ, ნუცა ბუზალაძეს ამერიკაში მოღვაწე, ცნობილი როკ-მუსიკოსი, დავით გაბიძაშვილი მხარს უჭერს.

"ამერიკაში მოღვაწე ცნობილი როკ-მუსიკოსი დავით გაბიძაშვილი (David Gab) ინგლისურ და ქართულ ენებზე, ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერ ვიდეოს ავრცელებს. მას ნამუშევარი აქვს ისეთ დიდ მუსიკოსებთან როგორებიც არიან John Bon Jovi და Genesis. მას 1,7 მილიონამდე ფოლოუერი ჰყავს. მუსიკოსი ყველას მოუწოდებს, რომ American Idol-ის კონკურსში ხმა მისცენ ნუცას", - წერს შენგელია.

შეგახსენებთ, ნუცა ბუზალაძე ამერიკული კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ნუცა American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა