იმედგაცრუებული ვარ... ძალიან მოულოდნელი, რაღაც მოხდა - რა შეემთხვა ცნობილ მოგზაურს?
ცნობილი მოგზაური, სოსო ნებიერიძე აცხადებს, რომ იაპონიის ვიზაზე უარი მიიღო.
„დღეს მივიღე იაპონიის ვიზაზე უარი. იაპონიაში აქამდე ნამყოფი ვარ და თავის დროზე ვიზაც ძალიან მარტივად ავიღე. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ვღელავდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ მივიღებდი ვიზას და 1 მაისს გავფრინდებოდი ტოკიოში, უკვე დაგეგმილ ჯგუფურ ტურში.
ჩემდა მოულოდნელად, ვიზა არ მომცეს. მიზეზი უცნობია და არ მითხრეს. კონსულმა ასე გადაწყვიტაო, მხოლოდ ეს იყო პასუხი. ჯგუფის თითქმის ყველა წევრს მისცეს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ.
არადა, იაპონიის კარგად წარმოჩენა და ქართველებისთვის ამ ქვეყნის უკეთ გაცნობა იყო ჩემი მიზანი“, - აცხადებს სოსო ნებიერიძე.