ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4967 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4991 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7441 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7605 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1283 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 აპრილიდან შევა ძალაში.