თეგებით ძიება

ძალიან მძიმე ღამე იყო, უჭირს საუბარი - როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

"პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გუშინდელი ღამე იყო ძალიან მძიმე გასათენებლად და ძალიან გაუჭირდა. თეთრად გაათენა მაღალი ტემპერატურის, მაღალი წნევისა და პრობლემური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გართულებულია მასთან კომუნიკაცია.

კარგად გახსოვთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას, გაეროს ოფისში ფეხზე მდგომი და ტაშით შეხვდნენ ადამიანს,  რომელსაც არ უჭირს  სიტყვებისთვის ფიქრი, ძებნა არ უწევს სათქმელის გადმოსაცემად. სწორედ ამ ადამიანს უჭირს კომუნიკაცია, უჭირს საუბარი, უჭირს ის რაც ჩვენთვის ნორმალურია, აზრის მარტივი გადმოცემა" - ამბობს ჩალაძე. 

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა