ვმუშაობთ, რომ საქართველოში ბევრი სამშენებლო პროდუქტი იწარმოოს - ეკონომიკის მინისტრი
აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში ბევრი სამშენებლო პროდუქტი იწარმოოს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის განმარტებიტ, მთავრობა სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე მუშაობს.
მისივე თქმით, რომ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალების წარმოების პოტენციალი გააჩნია.
“აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში ბევრი სამშენებლო პროდუქტი იწარმოოს. თუ წარმოებაში სადმე პროგრესი გვაქვს, ალბათ სამშენებლო მასალების ადგილზე წარმოების კუთხით. თავად მომიწია არაერთი საერთაშორისო ბრენდის ადგილობრივი წარმოების გახსნა იქნება ეს გერმანული “კნაუფი” თუ სხვები, რომელებიც უშუალოდ საქართველოში აწარმოებენ პროდუქციას.
ქვეყანას აქვს პოტენციუალი, რომ არა მხოლოდ ძირითადი სამშენებლო მასალების წარმოება მოხდეს როგორებიცაა ცემენტი, არმატურა, არამედ მაღალტექნოლოგიური პროდუქტებიც, მათ შორის მოსაპირკეთებელი მასალები. ამ კუთხით “აწარმოე საქართველოში” სპეციალური მიმართულება გვაქვს. ბიზნესთან გვქონდა შეხვედრა და ვთხოვეთ წარმოგვიდგინონ ინიციატივები თუ როგორ შეგვიძლია იმპორტირეობს დავეხმაროთ იმისთვის, რომ იმპორტირებულზე მეტი ადგილობრივად წარმოებული შესთავაზონ ბაზარს”,-ამბობს დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში უძრავი ქონების კვირეული მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს დაიწყო და 30 აპრილს დასრულდება.