რეალტორების როლი უძრავი ქონების ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია - ლევან დავითაშვილი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უძრავი ქონების კვირეულის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, რეალტორების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ მზარდ საინვესტიციო გარემოს და საერთაშორისო დელეგატებს პოზიტიური მოლოდინების შესახებ ესაუბრა.
"რეალტორების როლი უძრავი ქონების ინდუსტრიაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რათა კომერციული ოპერაციები იყოს მეტად ორგანიზებული. ამაზე ჩვენ მიმდინარე კვირაში გვექნება მუშაობა როგორც სექტორის, ასევე ასოციაციების წარმომადგენლებთან"- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უძრავი ქონების სფეროში შესახებ შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება როგორც ასოციაციებთან, ასევე სექტორის სხვა წარმომადგენლებთან.
ლევან დავითაშვილმა ასოციაციების პრეზიდენტებს და საერთაშორისო რეალტორებს მადლობა გადაუხა საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერესისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში უძრავი ქონების კვირეული იმართება, რომლის საპატიო სტუმრები არიან ამერიკის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტი კენი პარსელი და ევროპის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტი იან ბორუვკა.
კვირეულის ფარგლებში საქართველოს სტუმრობს 20-მდე ქვეყნის საერთაშორისო რეალტორი.
უძრავი ქონების კვირეულს 28-29 აპრილს საგამოფენო სივრცე "ექსპო-ჯორჯია" მასპინძლობს.
ღონისძიება "ექსპო-ჯორჯიასა" და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თანაორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც სამშენებლო, ისე საკონსულტაციო და საბროკერო კომპანიები.