თეგებით ძიება

„ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი 22 ადამიანიდან 2 აცრაზე უარს ამბობს“ - რას წერს ანი გაგუა?

სამოქალაქო აქტივისტი, ანი გაგუა სოციალურ ქსელში წერს, რომ მარტვილში ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი 22 ადამიანიდან 2 აცრაზე უარს ამბობს.

„ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი 22 ადამიანიდან 2 აცრაზე უარს ამბობს.

აი, ბავშვებო, ესე მუშაობს ბუნებრივი გადარჩევა“, - წერს ანი გაგუა.

შეგახსენებთ, 24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ 10 ადამიანის დაკბენვის ფაქტი. ყველა მათგანს ჩაუტარდა პრევენციული (ანტირაბიული) მკურნალობა. ძაღლი  დაკვირვების მიზნით, გადაყვანილი იყო თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა