თეგებით ძიება

"ბოდიში!" - რა მიმართვას ავრცელებს მოდელი, რომელზეც, სავარაუდოდ, ქმარმა იძალადა

მოდელი, რენატა ბეგიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მას ფიზიკური ძალადობის კვალი სახეზე ეტყობოდა, მიმართვას ავრცელებს და მეუღლეზე წერს, რომელიც მან ძალადობაში დაადანაშაულა.

"ბოდიშით!" წერს ბეგიაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ  22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.  

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126  პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა