თეგებით ძიება

ძლივს ლაპარაკობს, 62 კილოა... - გიული ალასანია სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი წონაში კლებას განაგრძობს და მუდმივად აქვს სიცხე. 

"ადამიანს აქვს მუდმივად სიცხე, 38 და რაღაც და ეს უკვე მერამდენე თვეა, გრძელდება? წნევა, როგორც წესი არის, განსაკუთრებით დილით, მაგრამ ეს წონის კლება ისევ გრძელდება. მოითხოვა, რომ აგვეწონა და აღმოჩნდა 62 კილო. დღეს რამდენია, არ ვიცი, იმის შემდეგ კიდევ გავიდა რამდენიმე დღე და ვხედავ, რომ ეს წოლის კლება მუდმივად გრძელდება. ძლივს (ლაპარაკობს), ძალიან დიდი მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ უცებ ალაპარაკდეს, მაგრამ მერე უსათუოდ სჭირდება დასვენება“, - განაცხადა გიული ალასანიამ "ტვ პირველთან".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა