როდის არის საშიში ბავშვებისთვის ცხვირით სუნთქვის გაძნელება? - პედიატრის სასარგებლო რჩევები
ხშირად ბავშვებისთვის ცხვირით სუნთქვის გაძნელება საშიშია და აუცილებელია, სასწრაფო დახმარებას მიმართოთ.
აღნიშნულ თემაზე პედიატრი მშობლებს შემდეგ რჩევას აძლევს:
"გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების განყოფილება, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი სუნთქვისას ძლიერად ბერავს ნესტოებს (რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მისი ერთადერთი გზაა ჰაერის გასატარებლად) ან თუ გულმკერდი ან მუცელი ძლიერად ეკუმშება - ეს უკვე სუნთქვის უკმარისობის ნიშნებია.
სუნთქვის უკმარისობის კიდევ რამდენიმე სხვა ნიშანი ჩვილებში, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ:
სწრაფი სუნთქვა, რაც შეიძლება ნიშნავს, რომ თქვენი შვილი არ იღებს საკმარის ჟანგბადს;
ხრიალის ხმა, როდესაც თქვენი ბავშვი ამოისუნთქავს;
მას ახლავს ოფლიანობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კანი ცივი და სველია;
ხიხინი ან სტვენის ხმები, რაც შეიძლება მიუთითებდეს სასუნთქი გზების შეზღუდვაზე", - აცხადებს პედიატრი.
წყარო: mshoblebi.ge