თეგებით ძიება
29. 04. 2023 ვიდეო

"ფრთხილად იყავით, ვიღაც ქალი საკეტს აწვალებდა და შემდგომ სახელურს წევდა, იმ იმედით, რომ თავისით გაიღებოდა, ეს ფაქტი განმეორდა სამჯერ" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში? (ვიდეო)

სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ნია გაბუნიამ ერთ-ერთ ჯგუფში "ქალაქის პრობლემები“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს უცნობი ადამიანი კარის გაღებას და სახლში შესვლას. 

"გამარჯობა, დღეს დილიდან ვიღაც, დიდი ალბათობით ქალბატონი, ებღაუჭებოდა ჩემს კარებს. ცდილობდა გაეღო. ეს ფაქტი განმეორდა სამჯერ სხვადასხვა დროში.

ფრთხილად იყავით, პირველ მცდელობაზე ვიფიქრე ოჯახის წევრია კარებს აღებსთქო, თუმცა ვინაიდან არავინ ჩანდა დავვეჭვდი. მესამე მცდელობაზე ვეცადე როგორმე ხმა ამომეღო (ვინაიდან ძალიან შეშინებული ვიყავი) და მეკითხა ვინ იყო, თუმცა პასუხი არ მიმიღია, წავიდა.

თავიდან საკეტს აწვალებდა და შემდგომ სახელურს წევდა, იმ იმედით, რომ თავისით გაიღებოდა.

ლოკაცია ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი", - წერს ნია გაბუნია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა