2023 წლის 1-ელ კვარტალში გლობალური ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა - რას ამბობს Fitch-ი?
2023 წლის 1-ელ კვარტალში გლობალური ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. ამის შესახებ გლობალური საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტოს, Fitch Ratings-ის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.
2023 წლის პირველ კვარტალში გლობალური ეკონომიკის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ჩინეთმა მოახდინა, რომლის ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა, როცა მარტში, Fitch-ი 1.4%-იან ზრდას ვარაუდობდა. მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაში გადამწყვეტი როლი პანდემიური შეზღუდვების მოხსნამ და ექსპორტისა და მოხმარების სწრაფმა ზრდამ განაპირობა.
Fitch-ის ანგარიშში ვხვდებით მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის ეკონომიკა ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 0.4%-ზე ნაკლებად გაიზარდა. აშშ-ის შემთხვევაში, მოხმარებისა და ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი უარყოფითად ინვესტიციების რიგით მეოთხედ დაკლებულმა მაჩვენებელმა და შემცირებულმა მარაგებმა დააკომპენსირა.
წყარო: bm.ge