თეგებით ძიება

ოპოზიციის გეგმაა, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოყვეს ქაოსი, მოვიდნენ ხელისუფლებაში, და ქვეყანა ომში ჩართონ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმაა, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოყვეს ქაოსი, მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჩაერთონ ომში და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის.

"მათი გეგმაა, საქართველომ პირველ რიგში ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოყვეს არეულობა, ქაოსი, ამის შემდეგ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი მანამდე არ დამთავრება მათი გათვლით, ჩაერთონ ომში და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის. ეს არის მათი გეგმა და ამ გეგმაში ხალხი არ შეუშვებს. ამ ხალხის ინტერესების დასაცავად და გასატარებლად არის არჩეული ხელისუფლება. ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და დღეს ჩვენ ვართ, ვალდებულია ყველა, დაიცვას ხალხის ინტერესი, რომ არ შევიდეს ომში, არ იყოს ქაოსი და ეს ქვეყანა არ გახდეს ერთ-ერთი მოთამაშე პატარა პაიკი, რომელსაც ადვილად გაწირავენ და დაფაზე ისე გაწევენ, საერთოდ არ დააკვირდება არავინ, პაიკს რა ბედი ელის, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი მოცემულობა, ამ მოცემულობას და გამოწვევებს ვუმკლავდებით და მომავალშიც გავუმკლავდებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა