თეგებით ძიება
29. 04. 2023 ბიზნესი

სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორის მთავარი მოთამაშეები ერთ სივრცეში - უპრეცედენტო შეთავაზებები და ფასდაკლებები "ექსპო ჯორჯიას" სტუმრებს

თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული იმართება.

გამოფენაზე ქართულთან ერთად, უცხოური კომპანიებიც მონაწილეობენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილია როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო კომპანიები.

საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-სთან ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთი პროდუქტებისა და იმ მოლოდინების შესახებ, რაც ამ კვირეულს უკავშირდება.

გათავაზობთ უძრავი ქონების კვირეულში მონაწილე კომპანიებთან მოკლე ინტერვიუებს:

“ლემონს გრუპი“ 

 „ლემონს გრუპის“ დამფუძნებელი, ირა მელიმონაძე:

„უძრავი ქონების გამოფენაზე ჩვენ კომპანია „ლემონს გრუპით“ ვართ წარმოდგენილი. „ლემონს გრუპი“ უკვე 5 წელია ახლორციელებს უძრავი ქონების მიმართულებით „ქონსალთინგს“ და მენეჯმენტს, ე.წ. დეველოპმენტს. თუმცა, ჩვენი მომსახურება დეველოპმენტს ცდება და სამშენებლო კომპანიებს ვთავაზობთ სრულ მომსახურებას ყველა ასპექტში. 

გამოფენა არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმიტომ, რომ  ერთგვარად კონკურენტულ ბაზარს დაარეგულირებს და მომხმარებლის ინტერესებს გაცილებით მაღალ დონეზე დაიცავს.

„ლემონს გრუპი“ შეეცადა, გამოფენაზე წარმოდგენილიყო  ექსკლუზიური პირობით - ვინც მოვა ჩვენს სტენდთან და გაეცნობა ჩვენს პროექტებს, შეარჩევს ბინას, ან დაარეზერვებს სასურვველი შეხვედრის დროს, ისარგებლებს თექვსმეტი ათას ლარამდე ფასდაკლებით ნებმისმიერ  პროექტში. განსაკუთრებული ფასდაკლება გვაქვს „იუიქს დეველოპმენტის“ პრეოქტზე  - კვ.მ ფასდაკლება 150 დოლარი.

გარდა ამისა, გვაქვს გათამაშება დაგეგმილი, რომელიც გამოფენის ბოლო დღეს ჩატარდება. გათამაშების ფარგლებში, ყველა სტუმარს შეუძლია, ჩააგდოს ჩვენს დოლურაში თავისი საკონტაქტო ნომერი და მონაწილეობა მიიღოს აქტივობაში. გათამაშების გამარჯვებული გამოფენის ბოლო დღეს გამოვლინდება და მას  სასტუმრო „CROWNE PLAZA“-ს ორკაციან საგზურს გადავცემთ“.

"რუსთავის მეტალურგიული ქარხნა“  

მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სალომე ჩხეიძე:

"ჩვენ უკვე წლებია ვმონაწილეობთ სამშენებლო და ინტერიერის გამოფენაში. ვართ მოხარულები, რომ წელს ყველაზე მასშტაბურია ეს გამოფენა და დაემატა დეველოპერული კომპანიების გამოფენაც. მიხარია, რომ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზატორები ცდილობენ, მუდმივად გააფართოვონ არეალი საინტერესო აქტივობებით, სხვადასხვა შეხვედრით დატვირთონ ღონისძიება. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ მეტი დაინტერესებული პირი მოვა გამოფენაზე და ზოგადად, სამშენებლო ბიზნესი და სამშენებლო სფერო გაძლიერდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი პროდუქცია, რომელიც წარმოებულია საქართველოში - ეს არის არმატურა და მაღალტექნოლოგიური უნაკერო მილები, რომლებიც იწარმოება საქართველოში და გადის ექსპორტზეც“ .

„ბოში“

მარკეტინგის მენეჯერი, თამთა ქართველიშვილი:

„ჩვენსაქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ვოპერირებთ. გამოფენაზე „ბოშის“ ფირმის ელექტროინსტრუმენტები გვაქვს წარმოდგენილი.

ყოველთვის მივესალმებით მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას, რადგან ვეცნობით ახალ კომპანიებს და ისინიც იგებენ ჩვენ შესახებ. ბევრმა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ იცის, რომ „ბოში“ გერმანული კომპანია არის.

„Maxtherm“

მარკეტინგის მენეჯერი, თათია მიხელიძე:

 „პირველად ვიღებთ მონაწილეობას „ექსპო ჯორჯიაზე“, კმაყოფილები ვართ, დიდია ხალხის აქტივობა, ვიღებთ პირველ დიდ გამოცდილებას და ფართო მასებისთვის წარმოვადგენთ ჩვენს კომპანიას და მათგანაც საკმაოდ კარგ უკუკავშირს ვიღებთ. 

დღეს წარმოდგენილი გვაქვს გათბობის სისტემები, სააბაზანოს აქსესუარები: ალუმინის რადიატორები, საშრობები. ვართ ექსკლუზიური პარტნიორები იტალიური კომპანიის, ამასთანავე გვაქვს შედარებით ბიუჯეტური, თურქული მაღალი ხარისხის ნაწარმი. გჩვენ ამოგვარჩევს მაღალი ხარისხი და დიზაინი.

Hisense HVAC

კომპანიის დირექტორი, ირაკლი გორლოვოი:

„ჩვენი კომპანია დაახლოებით 1 თვის წინ დაარსდა. ვაპირებთ მყარად მოვიკიდოთ ფეხი ქართულ ბაზარზე.  ჩვენი ძირითადი მომხმარებელთა კატეგორია იქნება სამშენებლო კომპანიები და გავყიდით კომერციული დანიშნულების კლიმატურ ტექნიკას. ჩვენ გვაქვს უკვე გამართული მომარაგების ჯაჭვი, აქტიურ თანამშრომლობაში ვართ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან. ერთი კომპანია გვაქვს ჩინეთში, მეორე აშშ-ში. სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას საქართველოს ბაზარზეც, უახლოეს ხანებში ვგეგმავთ შოურუმის გახსნასაც. მალე გვექნება ჩვენი ვებსაიტი, სოციალური გვერდი და საზოგადოებას უფრო დეტალურად მივაწვდით ჩვენ შესახებ ინფორმაციას.

იმედი გვაქვს, რომ ეს გამოფენა ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქციით დაინტერესებას და საკმაოდ ძლიერი პოზიციით შევაბიჯებთ საქართველოს ბაზარზე“.

GRC

მარკეტინგის მენეჯერი, ნათია დარასელია:

ჩვენი ძირითადი მიმართულებაა სახურავი, თბოიზოლაცია, ჰიდროიზოლაცია, სტრუქტურული რკინა...

წელს წარმოდგენილი ვართ ახალი დიზაინის მეტალოკრამიტით, ეს არის პრემიუმ კატეგორიის სახურავი, რომელსაც 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადა აქვს. ასევე, წარმოდგენილი გვაქვს მწვანე გადახურვის სისტემა, ფასადის სისტემა,  თბოიზოლაციის სისტემა, ხანძარმედეგი სენდვიჩპანელები, ჰიდროიზოლაციები და პრემიუმ ხარისხის წყალსაწრეტი სისტემები. 

მოლოდინი გვაქვს, რომ ხალხი დაინტერესდება ახალი სახურავით, ზოგადად, სისტემებით. ასეთი ტიპის ღონისძიებები კი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ამ დარგში წარმოდგენილი სხვა კომპანიებისთვისაც“.

"ზოდი“ 

გაყიდვების მენეჯერი, თიკო ასლამაზიშვილი:

"ჩვენ ბოლო 6 წელია, გამოფენაში ვმონაწილეობთ. წელს უკვე გამოფენა ემსახურება როგორც სამშენებლო, ასევე უძრავი ქონების  მიმართუელბას. ჩვენი კომპანია ძალიან ბევრი საერთაშორისო ბრენდის წამომადგენელია საქართველოში. წელს გამოფენაზე ერთ-ერთ ჩვენს პარტნიორთან ერთად წარვსდექით. ესაა „ალპერო“, რომლთან ერთად ბევრი პროექტი გვაქვს განხორციელებული სასტუმროებისა და აპარტამენტების ცეცხლგამძლე MDF კარისა და ინტერიერის კარის მიმართულებით. მე-11 პავილიონში ავეჯის შოუ რუმი გვაქვს წარმოდგენილი, ხოლო ეზოში წარმოდგენილია ჩვენი ქართული ქვის სტენდი, სადაც ქართულ კირქვას და გრანიტს ნახავენ ჩვენი დამთვალიერებლები.

კვირეულის მოლოდინი მაღალია, რადგან განსაკუთრებულად მოვემზადეთ. ველოდებით როგორც ჩვენს პარტნიორებს, ისე პოტენციურ პარტნიორებს. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მაღალი იქნება მომართვიანობა და ბევრ ახალ კონტაქს შევიძენთ.

„მატანატი“

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, შაჰანა სარი:

„მატანატი“ რამდენიმე ქვეყანაშია წარმოდგენილი. ახალი საწარმო გავხსენით საქართველოშიც . ვაწარმოებთ კერამიკის წებოებს და საიზოლაციო მასალებს, საღებავებს, თაბაშირ-მუყაოს და სხვა პროდუქციას. გვაქვს 2 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტი, გვინდა ვითანამშრომლოთ სამშენებლო კომპანიებთან და ყველას ვეპატიჟებით, მოვიდნენ და გაეცნონ ჩვენთან ყველაზე ეკოლოგიურ პროდუქციას. ჩვენ პირველად ვართ ამ გამოფენაზე.

„მეგადორსი“

 ბიზნეს განვითარების მენეჯერი, ციცია ამონაშვილი:

„გამოფენაზე წარმოდგენილები ვართ კარით, რომელიც იწარმოება საქართველოში. აღსანიშნავია, რომ უკვე ამ წლიდან ბაზარზე შევდივართ კომბინირებული ავეჯის ხაზითაც.

წლევანდელი გამოფენიდან ველოდებით ახალ კონტაქტებისა და, რა თქმა უნდა, ახალ მომხმარებლებს.

„სმაილ მიქსი“

მარკეტინგის მენეჯერი, ნინო ხვედელიძე:

„გვაქვს წარმოდგენილი ინტერიერის და ფასადის საღებავები, როგორც  წმენდადი, ასევე არაწმენდადი, ჰიდროიზოლაციები, აუზის საღებავები,  ანტიკოროზიული რკინის საღებავები - ყველაფერი, რაც კავშირშია საღებავებთან ან დეკორატიულ დამუშავებასთან.

სამშენებლო-სარემონტო მასალების შოურუმის გაერთიანებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედი გვაქვს, რომ გავიცნობთ და კომუნიკაციას დავამყარებთ ბევრ ისეთ კომპანიასთან, ვისთანაც შეიძლება, ვითანაშრომლოთ. ასევე, გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ ვინ ვართ და მეტი ინტერესი გამოვიწვიოთ“.

„სპეცკომფორტი“

მარკეტინგის მენეჯერი, მარიტა მუმლაძე:

ჩვენ 2015 წლიდან ვართ ბაზარზე. კომპანია აწარმოებს ვიბროპრესულ  სამშენებლო მასალებს, რომელიც გამოირჩევა ხარისხით და დიზაინით. სასიამოვნოა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა. პირველ რიგში, კომპანიები ერთმანეთს ვეცნობით, ჯანსაღი კონკურენციაც იზრდება და კმაყოფილები ვართ“.

„დიო“

 „დიოს“ თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი:

„სამშენებლო გამოფენაზე უკვე 28 წელია ვმონაწილეობთ. ჩვენ გვაქვს წამოდგენი სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის მოძრავი გადახურვა, პერგოლა, რომლის ადგილობრივი წარმოება პირველებმა რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავიწყეთ. გარდა ამისა, გვაქვს წარმოდგენილი კარ-ფანჯრები, ფარდა-ჟალუზები, ასევე უამრავი სხვა პროდუქტი. ასე რომ, კომპანია „დიოში“ მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, მიიღოს სხვადასხვა პროდუქტი, თუკი ის გადაწყვეტს სახლის მშენებლობას. გამოფენის პერიოდში ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს 10-დან 20%-მდე ფასდაკლებას.

წლევანდელი გამოფენა გამოირჩევა იმით, რომ გარდა სამშენებლო დარგის კომპანიებისა, მონაწილეობენ უძრავი ქონების კომპანიებიც და ასეთი ფორმატით მოხდა მთელი დარგის შეკვრა. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი გამოფენა ძალიან წარმატებული იქნება“.

„სმარტერი“

მმართველი პარტნიორი, დიმიტრი აბულაძე

„კომპანია „სმარტერს“ წარმოდგენილი აქვს ინოვაციური სისტემები, როგორიცაა: ჭკვიანი სახლის სისტემები, შენობა-ნაგებობების ავტომატიზაცია და სასტუმროს გადაწყვეტილებები. 2015 წლიდან ჩვენი კომპანია არის პირველი, რომელმაც მოახდინა ამ ინოვაციური სისტემების - კარის ჭკვიანი საკეტების და სხვადასხვა ავტომატიზაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობების დანერგვა ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც ახორცილებს ჭკვიანი სისტემების ინტეგრაციას  და უკვე ფარავს სრულ ელექტროსისტემებს.

რაც შეეხება კვირეულის მოლოდინებს, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, საკმაოდ ოპტიმისტურია. პირველად არ ვართ წარმოდგენილი გამოფენაზე,  შესაბამისად მუდმივად გვაქვს ხელშესახები კონკრეტული რეზულტატები“ .

„ელთ ბილდინგი“

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ვერა აბულაძე:

„სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ დაფუძნებულია ბათუმში. ჩვენ ვაშენებთ როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. უახლოესი პროექტი იქნება თბილისში წარმოდგენილი ოქტომბრიდან, რაც შეეხება ბათუმს, კვარტლის კონცეფციით, ვაშენებთ უკვე ახალ უბანს, რომელიც საერთო ჯამში 7 პროექტისგან არის შემდგარი და აქედან 3 უკვე დასრულებულია, 2-ის მშენებლობა კი მიმდინარეობს. 

კვირეულის ფარგლებში, გვინდა, ახალი პარტნიორების გაცნობა და იმედი გვაქვს, რომ სასურველ შედეგს მივიღებთ.

„დეკა დეველოპმანტი“

მარკეტინგის მენეჯერი, გიგი ნიკოლეიშვილი:

„გამოფენაზე წარმოდგენილი გვაქვს მიმდინარე 3 პროექტი, რომლებიც მდებარეობს დიდ დიღომსა და აღმაშენებლის ხეივანზე. ესენია: „გარემო დიღომი“, „დეკა დიდი დიღომი“ და „დეკა ვერონა“.  პრემიუმ სახის საცხოვრებელი კომპლექსებია და მომხმარებლებს მწვანე კარკასით ბარდება.

იმედი გვაქვს, რომ გამოფენის შემდეგ საინტერესო პარტნორებს შევიძენთ და  მომხმარებლებსაც გავაცნობთ ჩვენს თავს კიდევ ერთხელ“.

CMC

გაყიდვების და მარკეტინგის დეპატამენტის ხელმძღვანელი, ია მოდებაძე:

„ჩვენ ვართ სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია, დიდი საინვესტიციო პროექტებია ჩვენი სამიზნე აუდიტორია. მინდა, აღვნიშნო, რომ გამოფენა შარშანდელთან შედარებით ძალიან განვითარებულია, ინტერესიც ბევრად მეტია და სტენდებიც უფრო მრავალფეროვანია.

 ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ წარმოდგენილები იქ, სდაც უძრავი ქონების სიახლეები აკუმულირდება ერთ წერტილში და ამიტომაც ვიმყოფებით აქ. გვაინტერესებს, როგორ იქნებიან მსხვილი მოთამაშეები წარმოდგენილი“.

„საკურა ფროფერთი“

დამფუძნებელი, ვიქტორია საკუროვა:

„გამოფენაზე წარმოდგენილი ვართ ჩვენი პრემიუმ და კომერციული  საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვა-შეძენა-გაქირავება-ქირაობის სერვისით. ჩვენ ვართ საშუამავლო კომპანია და ამავდროულად, ვართ საქართველოს უძრავი ქონების და ამერიკის რეალტორთა ასოციაციის წევრები. 

ვიმედოვნებთ, რომ ღონისძიება მთლიანობაში საქართველოს ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს და ჩვენი კომპანიის შესეხებ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს“.

„ლეგი“

გაყიდვების მენეჯერი, სერგო ლექვინაძე:

კომპანია „ლეგი“ არის ბეტონის ნაკეთობათა საწარმო და ვაწარმოებთ  ფილებს, ბორდიულებს, სამშენებლო ბლოკებს და ყველა იმ ატრიბუტიკას, რაც კი დაკავშირებულია მშენებლობასთან, სახლის, ეზოს მოწესრიგებასთან და ყველანაირი ლანდშაფტის ინტერიერთან.

ჩვენ ყოველწლიურად ვმონაწილეობთ გამოფენაში და ვფიქრობთ, რომ წლევანდელი წელიც წარმატებილი იქნება. გამოფენიდან გამომდინარე, კლიენტების  მატება ხდება, რაც თავისთავად ხელს უწყობს კომპანიის განვითარებას“.

„გარდენ ჰილსი“

გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვალენელი, სალომე მდინარაძე:

„ეს არის ჩვენი პიველი პროექტი. წარმოდგენილი ვართ 8-კორპუსიანი საცხოვრებელი კომპლექსით. ჩვენი კონცეფცია არის  5-სართულიანი საცხოვრებელი სახლები. 

რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენი მიზანია გაიცნოს საზოგადოებამ „გარდენ ჰილსი“, მომხმარებლებს ვაჩვენოთ ჩვენი უპირატესობები, ასევე გავიცნოთ ბაზარზე მოქმედი სხვა კომპაიები და გავაკეთოთ შემდგომ ანალიზი. ველოდებით, რომ გამოფენის შემდეგ ჩვენი გაყიდვები გაიზრდება.

„ბენე კომფორტი“

 ბიზნეს განვითარების მენეჯერი, თინათინ ლომაია:

„ბენე კომფორტი“ ბაზარზე 3 წელზე მეტია რაც არის. კომპანია საცხოვრებელი კორპუსების მენეჯმენტს ეწევა, ჩვენ საცხოვრებელ კორპუსებს ვემსახურებით ყველა იმ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საცხოვრებელი კორპუსის მოვლას, განვითარებას და მასში მცხოვრები ადამიანების კომფორტს.

ამ გამოფენაზე უკვე ბევრ დეველოპერულ კომპანიასთან დავამყარეთ ურთიერთობა. აქტივი, რაც გვინდა წავიღოთ ამ ექსპოდან არის ეს - დეველოპერულ კომპანიებთან დავამყაროთ ურთიერთობა და ძალიან ბევრი უკვე გავიცანით, შევხვდით და ვიმედოვნებთ შემდეგ თანამშრომლობას“.

„ჰომი“

კომპანიის დირექტორი, გიორგი ცხვიტავა;

ჩვენი პროდუქტები არის ჭკვიანი სახლის კომპონენტები, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია, ააწყოს სასურველი ჭკვიანი სახლი ავტომატიზაციით. გამოვირჩევით იმით, რომ ერთ აპლიკაციაში არის ყველა პროდუქტი - დაწყებული ვიდეომონიტორინგით, დამთავრებული შუქების ავტომატიზაციით. ჩვენი აპლიკაცია ქართულ ენაზეა და ამიტომ არის უნიკალური. უფრო მეტიც, მომხმარებელს შეიძლია, ნელ-ნელა დაამატოს კომპონენტები თავის სახლში და საბოლოო ჯამში, დროში გაწერილად, ფინანსურად დიდი წნეხის გარეშე მიიღოს ჭკვიანი სახლი სრულად აწყობილი. 

მოლოდინი გვაქვს, რომ ახალ პარტნიორებს ვიპოვით, ასევე,  მომხმარებლებს გავაცნოთ პროდუქტი, როგორც ასეთი, იმიტიმ, რომ საკმაოდ ახალია საქართველოსს ბაზრისთვის.

შეგახსენებთ, რომ უძრავი ქონების კვირეული "ექსპო ჯორჯიაში" 28-30 აპრილს იმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა