"სავარაუდო მოტივი ფულია... 10 ტყვია აქვს თავში მოხვედრილი" - გაგრაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ოკუპირებულ აფხაზეთში 33 წლის ჯეირან მარღანიას მკვლელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
"სავარაუდო მოტივი ფულია, სადღაც 20 000-მდე აქვს აღებული და მისაცემი ჰქონდა სხვისთვის. ეტყობა გაჟონა ინფორმაციამ და სავარაუდოდ, ესენი დაედევნენ ჯეირანს. ჰქონდა ტურისტული სააგენტო. რა თქმა უნდა, [საქმიანობა გახდა მოტივი], დაჯგუფებაა ესენი რუსები არიან, ახალი ჩამოსულები არიან და მათ უნდოდათ ეტყობა ხელში ჩაგდება კომპანიის. 10 ტყვია აქვს, 10-ვე თავში, ეტყობა იცნო ვინც იყო. ფული წაღებულია, ოქრო, აბსოლუტურად ყველაფერი წაღებულია", - ამბობს "მთავარ არხთან" პირი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 2 დღის წინ გატაცებული 33 წლის ჯეირან მარღანია მოკლული იპოვეს. ცხედარი გაგრის გზაზე ტყეში, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული ნახეს. კაცი დროებით ოკუპირებულ გალში დედასთან და 2 ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ბოლო პერიოდში კი სამუშაოდ გაგრაში იყო წასული.